სტუდენტებისთვის






ჩარიცხვის პროცედურაჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და

პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე.

ჩარიცხვისათვის საჭიროა წარმოდგენილი იქნას:
1.ჩარიცხვის პროცედურის და სწავლის საფასუ-
რის ერთი თვის წინასწარ გადახდის დამადას-
ტურებელი დოკუმენტი;
2. პირადი (არასრულწლოვანის შემთხვევაში
მშობლის ან მეურვის) განცხადება ;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5. ფოტოსურათი 3x4 _ 3 ცალი.

ჩარიცხვის პროცედურის საფასური შეადგენს 60 ლარს, 
ერთი თვის სწავლის საფასური უდრის მთელი წლის სწავლის გადასახადი გაყოფილი რვაზე.
თანხის გადახდა შეიძლება როგორც სასწავლებელში ასევე ბანკში.
ბანკის რეკვიზიტებია:
ს//.ს. ,,პროკრედიტბანკი,,;
 ანგარიშის ნ# 360801011100095;
საინდიფიკაციო კოდი:   200011904. 


განცხადების ნიმუში:
... „ორიენტირის“  დირექტორს ბატონანზორ მაჭარაშვილს
    
მცხოვრებიმცხეთის ნი სოფახათუბანი
       ტელეფონი:                 მარიამ ციხელაშვილის
                   
     გთხოვთ,  ჩამრიცხოთ  პროფესიული  კოლეჯის ექთნის თანაშემწის  სპეციალობის  მეორე საფეხურზე.
განცხადებას ერთვის შემდეგი საბუთები:
  1. ჩარიცხვის პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  3.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი: 
  4.  ფოტოსურათი  3X4 – ზე  – 4 ც.  
                   განმცხადებელი:
   „        „                  „ 2012 წელი.


  ... „ორიენტირის“  დირექტორს ბატონანზორ მაჭარაშვილს
 
მცხოვრები:  თბილისი მუხიანის დას. 4 / კორპ. 10 . 26       ტელეფონი:
 მშობლის – რუსუდან დალაქიშვილის
                  
     გთხოვთ,  ჩემი შვილი მარიამ ციხელაშვილი  ჩარიცხოთ  პროფესიული  კოლეჯის ექთნის თანაშემწის სპეციალობის  მეორე საფეხურზე.
             განცხადებას ერთვის შემდეგი საბუთები:
1.ჩარიცხვის პროცედურის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი: 
  3.  ფოტოსურათი  3X4 – ზე  – 4 ც.  

                           განმცხადებელი:
                     „        „                  „ 2012 წელი.

  ხელშეკრულების ნიმუში:

     ქ. თბილისი -------------------- 2012 წ.

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები:
ერთის მხრივ, შპს `ორიენტირი~ს დირექტორი, ანზორ მაჭარაშვილის სახით და მეორეს მხრივ, შპს `ორიენტირის~ კოლეჯის პროფესიული სტუდენტი --------თათია გოდერიძე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

1.1. წინამდებარე ხელშეკრულება აწესრიგებს შპს `ორიენტირის~ და პროფესიულ სტუდენტს შორის მისი მოქმედების პერიოდის განმავლობაში წარმოშობილ სასწავლო-ადმინისტრაციული ხასიათის ურთიერთობებს;
1.2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება სასწავლებლის წესდებითა და შინაგანაწესით, დაწესებულების სხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე აქტებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

მუხლი 2. სტუდენტის უფლებები და მოვალეობები

2.1. პროფესიული სტუდენტის უფლებები:
2.1.1. უზრუნველყოფილ იქნას სასწავლებლის მხრიდან ამ უკანასკნელზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გზით ისეთი პირობების შექმნით, რაც აუცილებელია სტუდენტის მიერ მასზე წინამდებარე ხელშეკრულებით, დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისათვის;
2.1.2 უზრუნველყოფილი იქნას სწავლების მაღალი ხარისხით – მიიღოს ისეთი პროფესიული განათლება, ცოდნა და კვალიფიკაცია, რომელიც კურსის დასრულების შემდეგ კონკურენტუნარიანს გახდის ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე; გამოიმუშაოს და განავითაროს პროფესიული უნარჩვევები;
2.1.3 უზრუნველყოფილი იქნას თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
2.1.4 უზრუნველყოფილ იქნას სასწავლო პროცესის მართებულად წარმართვისათვის აუცილებელი ყველა სასწავლო მასალით;
2.1.5 გამოიყენოს სასწავლე3ბლის ბიბლიოთეკის რესურსები სასწავლო მიზნებისათვის;
2.1.6 ისარგებლოს სტუდენტებისათვის განკუთვნილი კომპიუტერული საინფორმაციო ქსელით;
2.1.7 უზრუნველყოფილი იქნას საწარმოო პრაქტიკით (საწარმოში და / ან სასწავლებლის ლაბორატორია-ში);
გამონაკლისს წარმოადგენს ფორს მაჟორული სიტუაცია, რომელიც ითვალისწინებს: ომი, სტიქიური უბედურება, ქვეყნის შიგნით დაძაბული და უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური ვითარება, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პირდაპირ კავშირშია საწარმოებსა და ორგანიზაციებთან;
არასრულწლოვანი სტუდენტის საწარმოო პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ღამის საათებში მუშაობას ან საქართველოს რომელიმე რეგიონში საწარმოო პრაქტიკის გავლას საჭიროებს მშობლის წერილობით თანხმობას.
2.1.8 მიიღოს სასწავლო პროცესის ათვისებისათვის აუცილებელი ინფორმაცია და ინსტრუქციები უშუალოდ სასწავლო პროცესის ხელმძღვანელებისაგან;
2.1.9 საწავლებლის შესაბამისი თანამდებობის პირებისაგან მიიღოს რეკომენდაციები და დახმარება;
2.1.10 მიენიჭოს სახელმწიფო პროფესიული კვალიფიკაცია შესაბამისი პროგრამის, სპეციალობის მითითებით.
2.1.11 სტუდენტს უფლება აქვს განაგრძოს სწავლა ერთ საგანში არადამაკამყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, თუ ამ საგანს ჩააბარებს კურსის საბოლოოდ დასრულებამდე;
2.1.12 სტუდენტი, რომელსაც კურსის საბოლოო დასრულებამდე რომელიმე საგანში მიღებული აქვს არადამაკმაყოფილებელი შეფასება არ დაიშვება საკვალიფიკაციო გამოცდაზე;
2.1.13 გაცდენების შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვალოს ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა,
.
2.2. სტუდენტის მოვალეობები:

2.2.1. სტუდენტი ვალდებულია პატივი სცეს საკუთარი მეგობრების, პედაგოგების და დაწესებულების თანამშრომელთა ღირსებას. სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნების დაცვას სასწავლო პროცესში, რაც გამოიხატება შემდეგში:
ა/ მეცადინეობებზე დასწრება სასწავლო ცხრილის შესაბამისად;
ბ/ მეცადინეობებზე ან სხვა სავალდებულო ღონისძიებაზე მოსალოდნელი გამოუცხადებლობის შემთხვევის შესახებ დროულად აცნობოს სასწავლებლის ადმინისტრაციას;
დ/ გამოცდებზე დასწრება სავალდებულოა. გამოცდის საპატიო მიზეზით გაცდენისა და შესაბამისად გადაბარების სურვილის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია უმოკლეს ვადაში – გამოცდის გაცდენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა – წერილობითი თხოვნით მიმართოს სასწავლებლის ადმინისტრაციას. ადმინისტრაციას უფლება აქვს გაითვალისწინოს სტუდენტის თხოვნა და დანიშნოს დამატებითი გამოცდა.
ე/ ჩათვლებისა და გამოცდების დამოუკიდებლად და კეთილსინდისიერად ჩაბარება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. გამოცდებისა და ჩათვლების დადგენილი ნორმებისა და პროცედურების ნებისმიერი დარღვევის (გადაწერა, კარნახი, გადაწერისათვის ხელშეწყობა და ა.შ.) შემთხვევაში სტუდენტის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას მკაცრი ადმინისტრაციული სასჯელი გარიცხვის ჩათვლით;
ვ/ დაწესებულების მფლობელობაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა და სხვა მატერიალური ქონების კეთილსინდისიერად გამოყენება, გაფრთხილება და დაცვა დაზიანებისაგან;
ზ) საწავლებლის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური და სხვა მატერიალური ქონებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სტუდენტის მიერ ზარალის ანაზღაურება;
თ) სახანძრო უსაფრთხოების დაცვა;
ი) საკუთარი ნივთების მოვლა და მათზე მეთვალყურეობა (მათ შორის მობილური ტელეფონი);
კ) მობილური ტელეფონის გამორთვა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს:
ლ) სისუფთავის დაცვა სახელოსნოებში, გასახდელებსა და ტუალეტებში;
მ/სასწავლო ჵპროცესში თანაკურსელებთან, პედაგოგებთან და სასწავლებლის სხვა წარმომადგენლებთან კორექტული ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
ნ) სტუდენტი საცხოვრებელი ადგილისა და მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლის შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სასწავლებლის ხელმძღვანელობას.

მუხლი 3. სასწავლებლის უფლებები და მოვალეობები:

3.1 სასწავლებლის უფლებები:
3.1.1 სტუდენტის აკადემიური დასწრების უზრუნველყოფაზე მკაცრი კონტროლი;
3.1.2 ქცევის დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში სათანადო ღონისძიებათა გატარება;
3.1.3 სტუდენტის მიერ გამოცდებისა და ჩათვლების დამოუკიდებლად და კეთილსინდისიერად ჩაბარებაზე კონტროლი;
3.1.4 დაწესებულების მფლობელობაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ საშუალებათა და სხვა ქონების სტუდენტის მიერ დაცვისა და გაფრთხილების მოთხოვნა;
3.1.6 მოწესრიგებული გარეგნული იერსახისა და პირადი ჰიგიენის დაცვის კატეგორიული მოთხოვნა;
3.1.6 სტუდენტისაგან დაწესებულების სასწავლო სახელოსნოებში, ტუალეტებსა და გასახდელებში სისუფთავის დაცვის მოთხოვნა;
3.1.7 სტუდენტის სასწავლებლიდან გარიცხვის უფლება, თუ სტუდენტი:
ა/ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად არ ესწრება ლექციებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს;
ბ/ სისტემატურად აგვიანებს ლექციებზე ან ტოვებს ლექციას დაუკითხავად;
ბ/ საწარმოო პრაქტიკა არ გაიარა სასწავლებლის მიერ მისთვის გამოყოფილ ორგანიზაციაში ან არ იცავდა ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ საწარმოო პრაქტიკის განრიგსა და ქცევის წესებს;
ბ/ უხეშად არღვევს ქცევის წესებსა და დისციპლინას;
გ/ ორ საგანში მიიღებს არადამაკმაყოფილებელ შეფასებას;
დ/ მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს დაწესებულების მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ე/ მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს ორგანიზაციას, სადაც გადის საწარმოო პრაქტიკას;
ვ/ სისტემატიური მოთხოვნის მიუხედავად არ იცავს პირად ჰიგიენასა და არ ატარებს ფორმას;
ზ/ თავისი ქცევით ზიანს აყენებს ცენტრის რეპუტაციასა და მის კანონიერ ინტერესებს;
თ/ უხეშად არღვევს მასზე წინამდებარე ხელშეკრულებით, სასწავლებლის წესდებით,შინაგანაწესით, სხვა დოკუმენტებით და საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს;
თითოეული ზემოთჩამოთვლილი დარღვევის შემთხვევაში თუ სტუდენტი არის არასრულწლოვანი სასწავლებლის ადმინისტრაცია ვალდებულია აცნობოს მშობელს, ან მეურვეს.
3.1.8 სასწავლებლის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტის პირად ნივთებზე.
3.1.9 დაწესებულების ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას კურსდამთავრებულის შემდგომ დასაქმებაზე;

3.2 სასწავლებლის მოვალეობები:

3.2.1 დაწესებულების შესაძლებლობათა ფარგლებში სტუდენტისათვის ნორმალური პირობების
შექმნა, რაც აუცილებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა\ და სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვისათვის;
3.2.2 სასწავლო პროცესის მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით უზრუნველყოფა;
3.2.3 სასწავლო პროცესის გამართული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა;
3.2.4 სასწავლო პროცესის სასწავლო მასალით უზრუნველყოფა;
3.2.5 სტუდენტის ცოდნის შემაჯამებელი შეფასების დადგენის შემთხვევაში მისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება და შესაბამისი პროფესიული დიპლომის გადაცემა;



მუხლი 4. მხარეთა პასუხისმგებლობა

4.1. ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლებამოვალეობათა შესრულება და დაცვა თანაბრად სავალდებულოა მხარეებისათვის;
4.2. მხარეებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით და სხვა აქტებით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისათვის;

მუხლი 5. სასწავლო პროგრამა და ხანგრძლივობა

5.1. სასწავლო პროგრამა და სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სასწავლებლის ცალკეული პროგრამის მიხედვით.
5.2. სასწავლო დროდ ასევე ითვლება კვირის ნებისმიერ დღე, ადმინისტრაციის მიერ დანიშნული შეხვედრები ან ღონისძიებები.

მუხლი 6. სხვა პირობები

6.1. ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით სიტყვიერ ან წერილობით შეთანხმებას;
6.2. საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება დაწესებულების ადმინისტრაციის უფლებამოსილების საფუძველზე;
6.3 წინამდებარე ხელშეკრულებაში ასახული უფლებებისა და მოვალეობების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები მოქმედებენ იმისდა მიუხედავად არის თუ არა ამის თაობაზე პირდაპირ აღნიშნული წინამდებარე ხელშეკრულებაში

მუხლი 7. გადასახდელი თანხა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა
7.1. სტუდენტმა უნდა გადაიხადოს: ა
ა) დადგენილია სწავლის საფასური ------------------ ლარი წელიწადში, თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც სრულად ასევე ეტაპობრივად თვეებზე გადანაწილებით: - პირველი თვის საფასური წინასწარ ჩარიცხვისთანავე, ხოლო შემდგომ ყოველი თვის 5 რიცხვამდე.
ბ) ჩარიცხვის პროცედურის საფასურია 60 ლარი.
გ) საჭიროების შემთხვევაში კრედიტ-საათის აღდგენის საფასურია 5 ლარი, ხოლო განმეორებითი გამოცდების ჩატარების საფასური 20 ლარი.
7.2. ხელშეკრულების ვადამდე დარღვევის შემთხვევაში ჩარიცხვის პროცედურების საფასური სტუდენტს არ უბრუნდება ასევე ვალდებულია გადაიხადოს ის თანხა რომელიც მის სწავლაზე გაიხარჯა. გახარჯული თანხა იანგარიშება, სწავლის დაწყებიდან შეწყვეტამდე გასული თვეებზე გადაანგარიშებით.
7.3 ერთი თვის საფასური შეადგენს წლიური სწავლის გადასახადი გაყოფილი რვა თვეზე.
7.4. ხელშეკრულება ძალაშია სასწავლო პროგრამის დამთავრებამდე. ხელშეკრულების ვადა შეიძლება შეიცვალოს თუ ერთერთი მხარე განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის ან შეცვლის სურვილს.
7.5. ხელშეკრულება შედგენილია ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ ენაზე, რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს.

მხარეთა ხელმოწერა:

შპს "ორიენტირის “ის პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების
პროფესიული სტუდენტი: შპს  "ორიენტირის" დირექტორი


მშობელი ან მეურვე:

No comments:

Post a Comment