შინაგანაწესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ორიენტირის,, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესი შემუშავებულია, ”საქართველოს შრომის კოდექსი”-ს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, აქტების და საზოგადოების წესდების საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის და მართლწესრიგის მოწესრიგების მიზნით.
მუხლი 2. სასწავლებლის ხელმძღვანელი:
1. შპს ,,ორიენტირის,, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებას. წარმართავს შპს „ორიენტირის,, დირექტორი, რომელიც ახორციელებს:ა. სასწავლებლის საქმიანობის ხელმძღვანელობას.ბ. ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, განსაზღვრავს თანამდებობრივი სარგოსა და სწავლის საფასურის ოდენობას.გ. ასრულებს ყველა მოქმედებას, რაც დაწესებულების მართვის ორგანოების პირდაპირ უფლებამოსილებაში შედის.დ. გამოსცემს ბრძანებას ყველა იმ საკითხზე, რაც ამ შინაგანაწესით არ რეგულირდებაე. დირექტორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონითა და სხვა აქტების შესაბამისად.
მუხლი 3. სტუდენტი1. სტუდენტი უფლებამოსილია:
ა. მიიღოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი განათლება;ბ. თანაბარ პირობებში ისარგებლოს შპს ,,ორიენტირის,, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;გ. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია დაწესებულების საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;დ. გაერთიანდეს სტუდენტურ თვითმმართველობაში;ე
ე. მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასებაში;
2. სტუდენტი ვალდებულია:
ა. შეისწავლოს შპს ,,ორიენტირის,, პროფესიული სასწავლებლის მიერ, საგანმანათლებლო პროგრამით დადგენილი საგნები;ბ დაიცვას დაწესებულებაში მოქმედი შინაგანაწესის, სასწავლო პროცესის, მართლწესრიგის მარეგუ–ლირებელი აქტების და ხელშეკრულების მოთხოვნები.გ. დაესწროს ლექციებს, სემინარულ, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს, დადგენილ ვადებში შეასრულოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები/დავალებები და უზრულველყოს სასწავლო დისციპლინებში დადგენილი კრედიტების დაგროვება.დ. გაუფრთხილდეს საზოგადოების ქონებას. აანაზღაუროს მისი ბრალით მიყენებული ზიანი.ე. გაუფრთხილდეს დაწესებულების საქმიან რეპუტაციას.ვ. გადაიხადოს სწავლის საფასური დადგენილი წესის შესაბამისად და დაგენილ ვადებში.ზ. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, კონფიდენცია–ლურია4. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად.5. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქარ–თველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.6. შეზღუდული შესაძლებლობების სტუდენტებისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქმნის აუცილებელ პირობებს მათ მიერ, სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის.
მუხლი 4. სტუდენტის წახალისების ფორმები და წესი:
1. სტუდენტის წახალისების ფორმებია:ა. მადლობის გამოცხადება;ბ. საპატიო დიპლომით დაჯილდოვება;გ. ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება;
მუხლი 5. სტუდენტის დისციპლინური დევნა:
1. დისციპლინური დევნა წარმოადგენს სტუდენტის მიმართ, დისციპლინური ღონისძიებების გატარების მიზნით ქმედებათა ერთობლიობას.2. სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვე დისციპლინური სასჯელის მოხსნის მიზანშეწონილობის გადაწყვეტილებას ამტკიცებს დირექტორი.3. დისციპლინური დევნა არ შეიძლება დაიწყოს, თუ გასულია ექვსი თვე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან.4. სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში,
სტუდენტის დისციპლინური გადაცდომებია:
ა. სტუდენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების მორალური წესების დარღვევა;ბ. სტუდენტსა და აკადემიურ ან ადმინისტრაციულ პერსონალს შორის ურთიერთდამოკიდებულების მორალური და საქმიანი წესების დარღვევა;გ. სასწავლო პროცესის დეზორგანიზება ან მისი მცდელობა;დ. სასწავლო კორპუსში დადგენილი წესრიგის დარღვევა ან მისი მცდელობა;ე. ლექციის დაწყების მაუწყებელი ზარის შემდეგ აუდიტორიის გარეთ (სასწავლო კორპუსის დერეფანში) ყოფნა;ვ. დაწსესებულების შენობაში თამბაქოს მოწევა;ზ. სასწავლო პროცესის (ლექცია, სემინარი, კოლოქვიუმი და ა.შ.) დროს მობილური ტელეფონის გამოყენება;თ. შენობაში და ტერიტორიაზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანა ან მათი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
მუხლი 6. დაწესებულების პერსონალის ქცევის წესი:
1. სასწავლო პროცესი წესრიგდება დირექტორის მიერ დამტკიცებული წესდების შესაბამისად.2. საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება ადამიანური რესურსით, რომელშიც შედის შესაბამისი კვალფიკაციის მასწავლებელი.3. სამუშაო დღე იწყება 9 საათსა და 30 წუთზე საათზე და მთავრდება 18 საათსა და 10 წუთზე
4. ბიბლიოთეკის სამუშაო დრო განისაზღვრება ბიბლიოთეკის სამუშაო წესით5. საათობრივი დატვირთვის მქონე პერსონალის სამუშაო დრო განისაზღვრება, სასწავლო პროცესის გრაფიკით6. ხელფასის ოდენობა განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით და შრომითი ხელშეკრულებით.7. შრომის ანაზღაურება გაიცემა ყოველი თვის ბოლოს.8. დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული მოცულობით.9. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას საბოლოო ანგარიშსწორება ხდება არა უგვიანეს 10 დღისა.10. შრომითი ანაზღაურება გაიცემა როგორც ხელზე ასევე მომსახურე ბანკის მეშვეობით.
მუხლი7. დისციპლინალური გადაცდომის სახეები:
1. სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება.2. სამსახუროებრივი ინსტრუქციითა და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა3. შრომის დისციპლინის დარღვევა, კერძოდ სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან წასვლის, შესვენებით სარგებლობის წესების დარღვევა, ასევე არასაპატიო მიზეზით სამსახურის გაცდენა და სხვა4. დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა5. სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ6. დაწესებულებაში ეთიკის ნორმების დარღვევა
შინაგანაწესი
მუხლი 8. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები1. დისციპლინური: პასუხისმგებლობის ზომებია:შენიშვნა
საყვედური
სასტიკი საყვედური
არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება
სამსახურიდან განთავისუფლება
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს იმ პირს ან კოლეგიურ ორგანოს რომლის დანიშნული ან არჩეულია ის პირი, ვისაც უნდა დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა
ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის ხელმძღვანელი: / ფ. ციმაკურიძე/
No comments:
Post a Comment